logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაო გადაიხადა

07 მაი 202118:03
3 წუთის საკითხავი
clock 2931
ფორმულას ინფორმაციით, ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაო გადაიხადა
ვახო ქარელი/ფორმულა

ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, ევროკავშირმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაო გადაიხადა. 

ფორმულა მთელი დღის გამავლობაში ინფორმაციის დადასტურებას სხვადასხვა წყაროებთან ცდილობს. ისინი ამ ინფორმაციას არ უარყოფენ, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ.

ფორმულას წყაროების ვარაუდით, ნიკა მელია რუსთავის ციხეს 13 მაისამდე დატოვებს. 

ნიკა მელიასთან საპატიმრო დაწესებულებაში დღეს მისი თანაპარტიელი გიორგი ბოტკოველი იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ "ეს იქნება გამოსასყიდი, რომელსაც გადაიხდის ცივილიზებული სამყარო, მელიას ციხიდან გამოსაყვანად", რაც მისივე თქმით, მალე მოხდება.

ასევე კომენტარი გააკეთა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რომლის თქმითაც, "ნიკა მელიას გათავისუფლების სპეცოპერაცია წარმატებით სრულდება".

ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის შემდეგ დადგა, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა მოაწერა. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, ასევე მოიაზრება გირაოს გადახდაც. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გირაოს გაზრდილი თანხის გადახდაზე უარი თქვა. 

 


close დახურვა