logo
ENG



UN ბავშვთა კომიტეტი: სახელმწიფომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მდგომარეობა უნდა შეამოწმოს

07 მაი 202123:39
3 წუთის საკითხავი
 
სამხრეთის კარიბჭე

PHR გაეროს ბავშვთა კომიტეტის წერილს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ბენეფიციარების მდგომარეობა უნდა შემოწმდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ გაეროს 5 მაისს მიმართეს საჩივრით, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს საჩივარი დააკმაყოფილა და დროებითი ღონისძიება გამოსცა.

სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება", - ნათქვამია გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ PHR-თან გამოგზავნილ შეტყობინებაში.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია მსგავს ბერკეტს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იყენებს.

„აღნიშნულ დროებით ზომას გაერო მხოლოდ ისეთ შემთხვევაში იყენებს, როდესაც სახეზეა საგანგებო ვითარება, ბავშვების მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე. ამასთან, შეტყობინების პროცედურების შესახებ ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმის მე-6 მუხლის საფუძველზე კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოშობს სახელმწიფოს სამართლებრივ ვალდებულებას, შეასრულოს ის", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

2021 წლის 15 აპრილს სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არ შეუშვა. ომბუდსმენის რწმუნებულებს ადგილზე ვითარება უნდა შეესწავლათ. 

მიტროპოლიტ სპირიდონის განცხადებით, სახალხო დამცველი ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრეა და ამიტომ "ასეთ ქალს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს". 


close დახურვა