logo
ENG



მთავარი არხი: ჩვენს ჟურნალისტს მეუფე ანტონ ბულუხია ფიზიკურად და სიტყვიერად დაესხა თავს

08 მაი 202119:19
3 წუთის საკითხავი
clock 6376
2021/05/08/a01hnlzc54tbakl.jpg

მთავარი არხი აცხადებს, რომ ტელევიზიის ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერიძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ვანი-ბაღდათის ეპარქიის მღვდელმთავარმა ანტონ ბულუხიამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მას ეპარქიის ტერიტორიაზე გადაადგილება აუკრძალა. 

მაუწყებლის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მღვდელმთავრის ძალადობრივ თავდასხმას ათეულობით ადამიანი შეესწრო, ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა კი დღეს, 9 საათიანი მთავარის ეთერში გავა. 

"მთავარი არხი მოითხოვს, რომ შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა მოახდინონ მყისიერი და ადეკვატური რეაგირება ზემოთ აღნიშნულ ძალადობის და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტზე, და ასევე მის წინმსწრებ ძალადობრივ თავდასხმაზე და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტზე ჩვენს ჟურნალისტ ნინუცა კეკელიაზე და ოპერატორ ირაკლი კვარაცხელიაზე. აქამდე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ამ და სხვა შემთხვევებზე პრაქტიკულად ნულოვანია და სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ამ კამპანიის მთავარი წამქეზებელი, თუ არა ორგანიზატორი, არის მოქმედი ხელისუფლება.

მკაცრად ვგმობთ ხელისუფლების მხრიდან ამგვარ დამოკიდებულებას და კატეგორიულად მოვითხოვთ:

აღიკვეთოს მიზანმიმართული ძალადობრივი კამპანია ჩვენი არხის წინააღმდეგ და ჩვენი ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა;

ხელისუფლებამ იმოქმედოს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებით და კანონის შესაბამისად დასაჯოს ყველა პირი, განურჩევლად მისი რელიგიური კუთვნილებისა თუ თანამდებობრივი ან იერარქიული მდგომარეობისა", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

 


close დახურვა