logo
ENG



ელისაშვილი: მელიას შანსი არ ექნება არჩევნებზე, შესაძლოა, ჩვენი პარტიიდან მე ვიყო კანდიდატი

11 მაი 202114:49
3 წუთის საკითხავი
 
ელისაშვილი: მელიას შანსი არ ექნება არჩევნებზე, შესაძლოა, ჩვენი პარტიიდან მე ვიყო კანდიდატი

პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ნიკა მელიას თვითმმართველობის არჩევნებზე მოგების შანსი არ აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "ყველა მიხვდა, რომ ცრუ რევოლუციური ძალისხმევა ამ ქვეყანას არ სჭირდება".

ამასთან, ელისაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა პარტია მოქალაქეებიდან მერობის კანდიდატი თავად იყოს.

"მელიას არანაირი შანსი არ ექნება არჩევნებზე, დარწმუნებული ვარ, ყველა მიხვდა, რომ ცრუ რევოლუციური ძალისხმევა ამ ქვეყანას არ სჭირდება. არანაირი შანსი არ ექნება ღრმად დარწმუნებული ვარ და ვერც ერთიანი კანდიდატი იქნება, ისეთი პირი უჩანს.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პარტია ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ, რომ გვყავდეს კანდიდატი, შესაძლოა, მე ვიყო კანდიდატი, ამაზე ვფიქრობთ, თუმცა ჯერ აქ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ვართ შეჭიდებულები და ჯერ ის გვინდა, რომ მოვაგვაროთ.", - აცხადებს ელისაშვილი.

მისი თქმით, ოპოზიციური ერთობა "ბლეფია".

"ოპოზიციური ერთიანობა ეს არის ბლეფი. ეს იყო ერთადერთი მიზანი სააკაშვილის, რომ თავისი ქოლგის ქვეშ ჰყოლოდა ყველა. ჩვენთვის ოპოზიციური ერთობა იყო ძალიან კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის საშუალება, ვიღაცისთვის იყო თვითმიზანი და ვისაც ჰგონია, რომ ეს თვითმიზანი, იგივე ბლეფი არის სერიოზული რამ, ძალიან მცდარია. ჩვენ დანარჩენი ოპოზიციისგან, ძალიან ბევრი რამ განგვასხვავებს. ვფიქრობ, რომ ჟურნალისტების გარდა არავის აინტერესებს ოქტომბერში მერობის კანდიდატი ვინ იქნება", - ამბობს ელისაშვილი.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლას, ელისაშვილის თქმით, "ნაციონალების და ერთი-ორი კინკილა ტელევიზიის გარდა" ეს არავის აინტერესებს.

"დარწმუნებული ვარ, თვითონ ნაციონალებს და ერთი-ორი კინკილა ტელევიზიის გარდა, არავის აინტერესებს შემოვლენ თუ არ შემოვლენ', - განაცხადა ელისაშვილმა.


ოპოზიციის ნაწილი ენმ -ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თბილისის მერობის  კანდიდატურას განიხილავს. 
როგორც მელიამ განაცხადა, თავად ამ საკითხზე არ უფიქრია.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის ციხიდან დღეს გათავისუფლდა. მან საპატიმრო დაწესებულება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. მოსამართლემ მელიას აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეცვალა. ამის საფუძველი გახდა ევროკავშირის მიერ 7 მაისს გადახდილი გირაოს თანხა.

 


close დახურვა