logo
ENG



ბათუმში ქალისა და მამაკაცის ცხედრები იპოვეს

14 მაი 202110:18
3 წუთის საკითხავი
clock 1401

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ქალისა და მამაკაცის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მათი ცნობით, მამაკაცის ცხედარი მეზობლებმა ეზოში იპოვეს. რაც შეეხება გარდაცვლილ ქალს, ის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, მე-19 სართულზე ნახეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფორმულა დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.


close დახურვა