logo
ENG



Tbilisi Pride შსს-ს გურამ ფალავანდიშვილის დაკავებისკენ მოუწოდებს

15 მაი 202116:52
3 წუთის საკითხავი
clock 2563
2021/05/15/9vdde0ydw8cu9vi.jpg

ლგბტქ უფლებების დამცველი ორგანიზაცია, Tbilisi Pride შსს-ს მოუწოდებს, დააკავოს გურამ ფალავანდიშვილი. 

Tbilisi Pride ასევე მიმართავს ხელისუფლებას, დაიცვან ადამიანების ჯანმრთელობა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. 

ფალავანდიშვილი, რომელიც ჰომოფობიური გამოსვლებით გამოირჩევა, ლგბტქ აქტივისტებს თავს დაესხა. 

დედაენის ბაღში აქტივისტებმა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დღეს, 15 მაისს პერფორმანსი მოაწყვეს - ადგილზე მიიტანეს ცისარტყელას ფერებში მოხატული ინსტალაცია  Welcome to the Closet რომელშიც მუსიკა იყო ჩართული. 

გურამ ფალავანდიშვილმა ინსტალაცია დააზიანა, შეკრებილებს მიაყენა სიტყვიერი შეურახყოფა. Tbilisi Pride-ის ინფორმაციით, თავს დაესხა აქტივისტებსაც. 

"მოვიდა, წიხლი ჰკრა ამ ინსტალაციას და დააზიანა. შვილიშვილები მყავს წამოყვანილი - ბავშვების თანდასწრებით მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოვარდა, დაგვიწყო ჯაჯგური, რის შემდეგაც ეს კარადა მეც მომხვდა. მაგისი თანხმლები პირი ეჯაჯგურებოდა ხალხს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან დაზიანებულები. ერთ-ერთი ცუდადაც გახდა, სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდა". - თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა, ბარტ ნიკოლომ.  

აქტივისტებმა პოლიცია გამოიძახეს, რომლებმაც, მათივე თქმით, ფალავანდიშვილი ადგილიდან გაარიდეს, თუმცა, არ დააკავეს.  

ფალავანდიშვილი ადგილზე დარჩა და იმუქრება.


close დახურვა