logo
ENG



შაბათის ფორმულა: 83 წლის კაცი ფსიქიატრიულში, სავარაუდოდ, სცემეს, გაწერის მერე ის გარდაიცვალა

15 მაი 202120:10
3 წუთის საკითხავი
 

ნათესავის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 83 წლის კაცის ოჯახი ამბობს, რომ მოხუცს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სცემეს და სიკვდილის პირას მიიყვანეს. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, საქმე ეხება მკვლელობას, რომელიც დმანისში სოფელ მაშავერაში მოხდა.

29 წლის გელა ოსეფაშვილი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს. მას ერთი ტყვია შუბლში ჰქონდა მოხვედრილი. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით მოკლულის მეზობელი დააკავა. საქმე სასამართლომდე არ მისულა, რადგან პროკურატურამ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დანიშნა და დასკვნის საფუძველზე ბრალდებული ჯერ თბილისის, შემდეგ ბათუმის და ბოლოს ხონის ფსიქიატრიულში მოათავსეს, სადაც 10-თვიანი იძულებითი მკურნალობის შემდეგ, სახლში გაწერეს. 

ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ გაწერის დროს კაცი ძლიერად ნაცემი, მოტეხილი ხელით და სხვა მძიმე დაზიანებებით იყო. ამის შემდეგ ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. 

აღსანიშნავია, რომ მოკლული ახალგაზრდის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა მათ ნათესავს- მეზობელს - არ ჩაუდენია.  მოკლულის მამა და ცოლი ამბობენ, რომ გამოძიება ნამდვილ დამნაშავეს ხელს აფარებს.  


close დახურვა