კაფე-რესტორნებს შაბათ-კვირას სტუმრების მხოლოდ ღია სივრცეებში მიღება შეეძლებათ.
ამ დრომდე შაბათ-კვირას კაფე-რესტორნები მხოლოდ გატანით მუშაობდნენ.
გიორგი ღიბრაძის თქმით, შესაძლოა რესტორნებისთვის ეს შეზღუდვა ივლისიდან მოიხსნას.
გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
საბჭოსვე გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი, ნაცვლად 21:00 საათისა, 23:00 საათიდან იმოქმედებს.