logo
ENG



როგორ უნდა ჩატარდეს ბოლო ზარი - განათლების სამინისტროს რეკომენდაციები

18 მაი 202110:41
3 წუთის საკითხავი
 
როგორ უნდა ჩატარდეს ბოლო ზარი - განათლების სამინისტროს რეკომენდაციები

განათლების სამინისტრო აქვეყნებს რეკომენდაციებს, როგორ უნდა ჩატარდეს სკოლებში ბოლო ზარი. 

რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია ბოლო ზარის ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

გარდა ამისა, თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

სამინისტროს ცნობითვე, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, "საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა".

მათივე ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნეს.


close დახურვა