logo
ENG



კრწანისის რაიონში 1 ადამიანი მოკლეს, 3 კი დაჭრილია

23 მაი 202111:45
3 წუთის საკითხავი
clock 3793

კრწანისის რაიონში, გრიშაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაიჭრა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. 

2 დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, 1 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

რაც შეეხება გარდაცვლილს, ის არამიანცის კლინიკაშია გადასვენებული.

როგორც ფორმულას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 180-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 1 პირი უკვე დაკავებულია.

 

close დახურვა