არა ნამახვანჰესს - აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან.
ისინი ითხოვენ:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
საპროტესტო აქცია თბილისში 1 თვის წინ დაანონსდა.
მანამდე, 24 აპრილს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით გადაიდო. თუმცა, არ შეჩერდებოდა ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები.
23 აპრილს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ სამ პირობასთან დაკავშირებით მთავრობასთან შეთანხმება ვერ შედგა.
"რიონის ხეობის მცველები" ჰესის მშენებლობის შეწყვეტას რამდენიმე თვეა, უწყვეტად ითხოვენ. მათი განცხადებით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.