logo
ENG



კობახიძესა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად მწვავდება

25 მაი 202120:36
3 წუთის საკითხავი
 

შიდა დაპირისპირება ქართულ ოცნებაში. ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის კონფლიქტი კიდევ უფრო გააღრმავა თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებამ. კობახიძეს, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, აქვს ამბიცია, საარჩევნო სიების დაკომპლექტებისას გადაწყვეტილების მთავარი მიმღები იყოს. 

ღარიბაშვილის პოზიციებს კი აძლიერებს ის ფაქტი, რომ კობახიძეს მოწინააღმდეგეები თავად პარტიაშიც ჰყავს.  პოლიტიკურ გუნდში პრემიერ-მინისტრის მოკავშირეთა რაოდენობა იზრდება. ვარაუდობენ, რომ ეს დაპირისპირება კობახიძის პარტიიდან ჩამოშორებით დასრულდება.

მანამდე კი მმართველ პარტიაში გადაჯგუფება მიმდინარეობს. ამის მაგალითია ირაკლი სესიაშვილი, რომელმაც, ფორმულას ინფორმაციით, პარლამენტში სასურველი თანამდებობა ვერ მიიღო და ღარიბაშვილის ადმინისტრაციაში გადავიდა სამუშაოდ. 


close დახურვა