logo
ENG



"ახალი სახელმწიფოს მიზანია, ქარტეხილისაგან დაიფაროს თავი" - 26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა
26 მაი 202300:11
2307

1918 წლის 26 მაისს, კვირა დღეს მთავრობის სასახლის დარბაზში საქართველოს ეროვნული საბჭოს კრება გაიმართა, სადაც დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.

კრების ოქმში ვკითხულობთ:

ლოჟაში და ქანდარაზე აუარებელი საზოგადოებაა. სხვა და სხვა ერთა წარმომადგენელნი, რომელთა შორის იმყოფება გერმანიის ჯარის უფროსი ოფიცერი გრაფი შულენბურგი, გერმანელ ოფიცერთა თანხლებით. ლოჟაშია აგრეთვე ტფილისის მიტროპოლიტი ლეონიდე სამღვდელო ამალითურთ და ქართველი მხედრობა. სასახლის წინა მოედანი და ახლო-მახლო ქუჩები ხალხით არის გაჭედილი.

ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ დამოუკიდებლობის აქტის წაკითხვამდე დამსწრეებს მიმართა:

[...] საქართველოს ახალი სახელმწიფო, რომელიც დღეს არსდება, არ იქნება მიმართული არც ერთის ერის, არც ერთის ხალხის, არც ერთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი მიზანია, დღევანდელ ისტორიულ ქარტეხილისაგან დაიფაროს თავისი თავი. და როცა ამას მოახერხებს, იგი დაეხმარება სხვებსაც, ვინც ჩვენს ქვეყანასთან ერთად ჩავარდა დიად განსაცდელში (ტაში). [...] 

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

ოქმის თანახმად, ამ აქტს კრება და დამსწრე საზოგადოება ფეხზე დგომით ისმენს. თითოეული მუხლი დადგენილებისა ძლიერ ტაშს იწვევს. წაკითხვის შემდეგ იწყება ხანგრძლივი ოვაციები. 

დამოუკიდებლობის აქტში ჩაიწერა:

[...] ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალიერ მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. [...]

დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, ეროვნულმა საბჭომ საქართველოს პირველი მთავრობა დაამტკიცა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მინისტრთა კაბინეტი 1918-1921 წლებში.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მინისტრთა კაბინეტი 1918-1921 წლებში

 

დამფუძნებელი კრების პლენარულ სხდომათა დარბაზის ინტერიერი; თბილისი, 1919 წელი.

დამფუძნებელი კრების პლენარულ სხდომათა დარბაზის ინტერიერი; თბილისი, 1919 წელი

საქართველოს რესპუბლიკის ბონები, 1919 წელი

ქართული უნივერსიტეტი, მოგვიანებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1918 წელი

 

საქართველოს რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოხლეების შარჟები 1920-21 წლების პერიოდული გამოცემებიდან.

საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი გიორგი კვინიტაძე (შუაში), ქართველ და გერმანელ სამხედროებთან ერთად.

 

საქართველოს რესპუბლიკის დროშის ესკიზი. ავტორები: იაკობ ნიკოლაძე იოსებ შარლემანი, 1918 წელი.

საარჩევნო ბიულეტენები, 1919 წელი

საქართველოს რესპუბლიკის გერბი; მხატვარი იოსებ შარლემანი.

 

საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი "დიდება". ჰიმნის ავტორია კოტე ფოცხვერაშვილი. 1918 წელი

 

 

close დახურვა