logo
ENG



ხაბიბი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას და მასტერკლასის ჩატარებას აპირებს

27 მაი 202118:30
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/27/n3t3l2tj88ru3su.jpg

UFC-ს ყოფილი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგამედოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას აფსნი პრესი ავრცელებს. 

სპორტსმენის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტი 1-ელ ივნისს არის დაგეგმილი. ის მასტერ კლასის ჩატარებას აპირებს და ღონისძიება აფხაზეთის "დინამოს" სტადიონზე, 19:00 საათზე გაიმართება. 

ხაბიბი ადგილობრივ სპორტსმენებსა და მებრძოლებს შეხვდება. ღონისძიებაზე ასევე პლატფორმის "აფხაზეთის მომავალი" პრეზენტაცია გაიმართება, რომლის მიზანი, დე ფაქტო რესპუბლიკას საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობაა. 

აღსანიშნავია, რომ ხაბიბ ნურმაგამედოვი ​საქართველოს 2018 წელს ეწვია და ვიზიტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც გაავრცელა. თუ UFC-ს ყოფილი ჩემპიონი ოკუპირებულ აფხაზეთში გაემგზავრება, ის საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონსაც დაარღვევს, რის საფუძველზეც ის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ შემოვა. 

ცნობილია, რომ ხაბიბი ქართული ოცნების გენერალური მდივნისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის, ასევე ბერა ივანიშვილის მეგობარია. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში კახა კალაძემ Instagram-ზე დადო ფოტო, სადაც ხაბიბს ნაჩუქარი მაისურისთვის მადლობას უხდის, ხოლო 2020 წლის 2 დეკემბერს ცნობილი სპორტსმენისგან საჩუქარი ბერა ივანიშვილმა მიიღო. მან ხაბიბის ნაჩუქარი ხელთათმანები გამოაქვეყნა და "ლეგენდას მადლობა" გადაუხადა. 

ზემოთ ხსენებული პირების მეგობროვის კიდევ ერთი დასტური რამდენიმე თვის წინ თბილისის მერის მიერ გამოქვეყნებული Instagram-სთორია, სადაც ზუმში, ბერა, ხაბიბი, კალაძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი საუბრობს. 

 


close დახურვა