logo
ENG



თაკო ჩარკვიანი პირად Facebook-ზე ატარებს გამოკითხვას, შევიდეს თუ არა პარლამენტში

30 მაი 202120:54
3 წუთის საკითხავი
clock 8182
2021/05/30/11o0u0bc74vflh9.jpg

პარტია კანონი და სამართალის ლიდერი თაკო ჩარკვიანი პირად Facebook-ზე ატარებს გამოკითხვას, შევიდეს თუ არა პარლამენტში.

"მოკლედ, ღიაა გვერდი, დადეთ თქვენი მოსაზრება - კი ან არა - პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით", - წერს ჩარკვიანი. პოსტს ამჟამად 500-ზე მეტი კომენტარი აქვს.

თაკო ჩარკვიანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დეპუტატის მანდატი სტრატეგია აღმაშენებელის ბლოკით მოიპოვა. მას შემდეგ, რაც ვაშაძემ შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელის მოწერა და ბოიკოტის დასრულება გადაწყვიტა, ჩარკვიანმა თქვა, რომ ეს მიუღებელია და ბლოკი დატოვა.

დღეს, 30 მაისს გახდა ცნობილი, რომ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის, თუმცა პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.


close დახურვა