logo
ENG



დეკანოიძე: კობახიძის განცხადება შეშინებულის მუქარა იყო

31 მაი 202113:01
3 წუთის საკითხავი
clock 1443
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს - ქართული ოცნების თავმჯდომარე ენმ-ს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერის გამო შეზღუდვებით დაემუქრა. 

"ბატონი კობახიძის განცხადება იყო შეშინებულის პოზიციიდან გაკეთებული განცხადება, რადგან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს ნამდვილად არ სურდათ ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია პარლამენტში ეხილათ.

მინდა მას ვუპასუხო, რომ ჩვენ პარლამენტში რამე კონკრეტული პრივილეგიებისთვის ან თანამდებობებისთის არ შევდივართ, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მხოლოდ იმისთვის, რომ რეჟიმის დასამარცხებლად გვქონდეს ინსტრუმენტი. 

ჩვენი მთავარი ამოცანა, რისთვისაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, არის ის, რომ უნდა გამოვიყენოთ საპარლამენტო საქმიანობა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ არ გვჭირდება ძალაუფლების გადანაწილება ქართულ ოცნებასთან". - თქვა ხატია დეკანოიძემ

ნაციონალური მოძრაობამ პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ, 30 მაისს მიიღო. 

პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პოლიტსაბჭომ ასევე გადაწყვიტა, ხელი არ მოაწეროს შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს, ვინაიდან პარტიისთვის 2019 წლის 20 ივნისის ამნისტიის შესახებ ჩანაწერი კატეგორიულად მიუღებელია. 

  • ვინ გახდება დეპუტატი ენმ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, ნახეთ აქ 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვერც დოკუმენტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთვება და ვერც - პრივილეგიებით ისარგებლებს, რომელსაც ოპოზიციას შეთანხმება ანიჭებს.

დოკუმენტის ფარგლებში, პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფები სასამართლო და საარჩევნო რეფორმაზე. რაც შეეხება "პრივილეგიებს", რომელზეც კობახიძე საუბრობს - დოკუმენტის მიხედვით, 5 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ოპოზიციონერმა დეპუტატმა უნდა დაიკავოს.


close დახურვა