logo
ENG



თურნავა: ეკონომიკური ზრდის მიზეზი პოლიტიკური სტაბილურობაა

31 მაი 202115:33
3 წუთის საკითხავი
clock 961
თურნავა: ეკონომიკური ზრდის მიზეზი პოლიტიკური სტაბილურობაა
საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის ზრდის მიზეზი პოლიტიკური სტაბილურობა და ტურისტებისთვის ეკონომიკის გახსნაა. 

პოლიტიკურ სტაბილურობაში ის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას გულისხმობს. 

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა, პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა კი 8.1% შეადგინა. 

თურნავას თქმით, ეს ნიშნავს, რომ "აბსოლუტურად სწორი იყო ეკონომიკური გუნდის თითოეული გადაწყვეტილება".

"როდესაც ბიზნესი აფასებს სამომავლო გეგმებს და ინვესტიციებს, იმისთვის, რომ მას ჰქონდეს მეტი ნდობა მთავრობისადმი, ეკონომიკისადმი, ინვესტიციის განხორციელებისადმი, აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა. 

პოლიტიკური სტაბილურობა გამყარდა ჩვენი გუნდის ძალისხმევით, ჩვენი ევროპელი მეგობრების დახმარების და მთლიანად საზოგადოებაში ჯანსაღი აზრის გამარჯვების შედეგად, არის ერთ-ერთი მთავარი საწინდარი, რატომაც გაჩნდა ეკონომიკაში დადებითი მუხტი, ახალი ინვესტიციების განხორციელების სურვილი და ნდობა მთავრობის და რეფორმების მიმართ". - თქვა თურნავამ.

მისივე თქმით, ეკონომიკის ზრდის მიზეზებია ის რეფორმები, რომელთა განხორციელებაც მთავრობას არ შეუჩერებია, ასევე, დასავლეთის ფინანსური დახმარება. 

თურნავა ამბობს იმასაც, რომ 2021 წელს შესაძლებელია ტურიზმის აღდგენა 2019 წლის 40%-ის დონეზე. 


close დახურვა