logo
ENG



შიმშილობის 21-ე დღე - შუქრუთელები დიპ. კორპუსს დახმარებას სთხოვენ

31 მაი 202120:37
3 წუთის საკითხავი
 

კომპანია ჯორჯიან მანგანეზის მიერ დაზარალებული შუქრუთელები ხელისუფლებასთან საუბრის მცდელობის აზრს ვეღარ ხედავენ და დიპლომატიურ კორპუსს თხოვნით ​მიმართავენ, შუამავლის როლი შეასრულოს. აქციის მონაწილეებმა უკვე ორი დღეა, ჭიათურიდან თბილისში, ამერიკის საელჩოსთან გადაინაცვლეს. მათ ამ დრომდე არც ხელისუფლებიდან და არც საელჩოდან არავინ გამოხმაურებია. აქტივისტებს არც კარვების გაშლის ნება მისცეს, ამიტომ გუშინდელი ღამე ავტომობილებში გაატარეს. ისინი ამბობენ, რომ ეს მათი ბოლო იმედია და პროტესტს უმძიმესი ფორმებით იქამდე განაგრძობენ, ვიდრე კონკრეტული შედეგია რ დადგება.

 

close დახურვა