logo
ENG



პრეზიდენტმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 8 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

02 ივნ 202114:10
3 წუთის საკითხავი
clock 1274
2021/06/02/a352dew6g67n47d.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან 4 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 4 მსჯავრდებულს ​პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. 

შეწყალების აქტი პრეზიდენტმა დღეს, 2 ივნისს გამოსცა.

 

close დახურვა