საქართველოში კონგრესის დელეგაცია სენატორების, ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის მონაწილეობით ჩამოვიდა. ისინი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან გამართავენ.
ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია გააჟღერებს ორპარტიულ გზავნილს, რომ აშშ ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, აღნიშნული ვიზიტი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
სენატორების ვიზიტი 4 ივნისს დასრულდება.