logo
ENG



ზუგდიდში 8 ადამიანი ნარკოტიკული ნივთიერებებით ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში მოათავსეს

04 ივნ 202100:53
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/04/sqngw5xhgve2bbw.jpg

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაუზუსტებელი ნარკოტიკული ნივთიერებებით ინტოქსიკაციის ნიშნებით 8 ადამიანი მოათავსეს.

გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსის, მაია ესებუას თქმით, ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

"დღის განმავლობაში დაუზუსტებელი უცნობი ნივთიერებების ინტოქსიკაციით ემერჯენისის განყოფილებაში შემოვყანილია 8 პაციენტი. აქედან 2 მოყვანილია უცხო პირების მიერ, უგონო მდგომარეობაში. ეს პაციენტები სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია არიან მართვით სუნთქვაზე, ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები, რის შემდეგაც მკურნალობას განაგრძობენ რეანიმაციულ გნაყოფილებაში.

დანარჩენი 6 პაციენტი გადმოყვანილი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. ყველა პაციენტს აღენიშნება ერთნაირი სიმტომები, უტარდებათ სიმპტომური მკურნალობა. ჩაუტარდა პაციენტებს ტოქსიკოლოგის კონსულტაცია. ნაწილი გადავიდა სომატური განყოფილების ტოქსიკოლოგიურ პალატებში, ნაწილი ჯერჯერობით მკურნალობას გადის ემერჯენსში", - განაცხადა მაია ესებუამ.


close დახურვა