logo

აბასთუმნის ნაკრძალში 7 ახალგაზრდას ეძებენ

06 ივნ 202112:35
3 წუთის საკითხავი
clock 265

აბასთუმნის ნაკრძალში უკვე მეორე დღეა 7 ახალგაზრდას ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ტყეში ლაშქრობაზე წავიდნენ. მათ სავარაუდოდ, გზა აებნათ და დაიკარგნენ.

სამძებრო სამუშაოებში 40-მდე მეხანძრე მაშველი და რეინჯერების ჯგუფია ჩართული.

აბასთუმანში ადიგენის მერის წარმომადგენლის, ვასილ მეგენეიშვილის თქმით, ტყე ადამიანებისთვის უსაფრთხოა, რადგან იქ არც ნადირია და არც ​ხრამები.

"როგორც მე ვიცი 4-ში უნდა გამოსულიყვნენ. შეიძლება ნისლი იყო და გზა ვერ გამოიკვლიეს. იქ ტყის ისეთი ნაწილებია, კარგად თუ არ დააკვირდი ბილიკები ბევრ ნაწილად იყოფა და შეიძლება არასწორ ბილიკს გაყვნენ", - განაცხადა მეგენეიშვილმა.

 
close დახურვა