logo
ENG



ოჯახი ადიგენის პოლიციის უფროსს ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს

09 ივნ 202111:44
3 წუთის საკითხავი
clock 389
2021/06/09/s7ugujalbynbx4h.jpg

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მცხოვრები აზირაშვილების ოჯახი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც ეკა აზირაშვილმა აღნიშნა, მისი შვილი გუშინ ნარკოლოგიური შემოწმებისთვის პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა, შემდეგ კი დააკავეს. 

მისი თქმით, დაკავებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ადგილობრივი პოლიციის უფროსი თამაზ ფაილოძე კი ხელყუმბარისა და ნარკოტიკების "ჩადებით" დაემუქრა.

"დავრეკე 126-ში, რომ პოლიციამ ჩემი შვილი წაიყვანა. არც ახალციხეშია, არც ადიგენში არც სამმართველოში, რამე რეაგირება მოახდინეთ-მეთქი. ნახევარი საათის მერე გავიგე რომ ადიგენში ჰყავდათ მიყვანილი. შემდეგ ჩამოიყვანეს ბორკილებით, უცემიათ. იქ ადგილობრივი პოლიციის უფროსს აუფრიალებია ლიმონკა, უნდა ჩაგიდო და 6-წლიანზე გაგგზავნოო", - თქვა დაკავებულის დედამ, ეკა აზირაშვილმა.

როგორც ფორმულას შსს-ში განუცხადეს, 28 წლის კაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს .

დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ახალციხის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.


close დახურვა