ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში, გიტანას ნაუსედა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან.
ასევე, დაგეგმილია ლიეტუვის პრეზიდენტის შეხვედრა პატრიარქთან.