logo
ENG



8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

11 ივნ 202115:59
3 წუთის საკითხავი
clock 1736
8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს ა.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ 19 და 20 მაისს, არასრულწლოვანმა ა.ს.-მ 8 წლის ბავშვი გააუპატიურა.

"ა.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, თელავის რაიონულმა სასამართლომ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოიყენა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - წერია განცხადებაში. 


close დახურვა