logo
ENG



თელავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს

12 ივნ 202112:56
3 წუთის საკითხავი
clock 1116

შსს-მ თელავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ზ.ს დააკავა. 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თელავში რამდენიმე პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.ს.-მ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი - 2000 წელს დაბადებული ბ.ქ. ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრა.

დაჭრილი მამაკაციც გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ჩხუბის დროს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები ბრალდებულმა ზ.ს.-მაც მიიღო. იგი საავადმყოფოში მკურნალობს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


close დახურვა