logo
ENG



ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გადაღებისთვის პულიცერის სპეციალური პრემია მოზარდ გოგოს გადაეცა

12 ივნ 202113:27
3 წუთის საკითხავი
 

ნიუ-იორკში პულიცერის პრემიის ლაურეატები გამოავლინეს.

პრემია როიტერს გადაეცა რასობრივი უთანასწორობის გამო მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების გაშუქებისთვის. 

ფოტოგრაფიის სფეროში ორი პრემიის მფლობელი გახდა ესოშიეითით პრესი.

პანდემიის სიღრმისეული გაშუქებისთვის კი გაზეთი ნიუ იორკ თაიმსი დააჯილდოვეს.

სპეციალური ჯილდო ერგო მოზარდ გოგოს, დანიელა ფრაზერს, რომელმაც სამართალდამცველების მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა მობილური ტელეფონით გადაიღო - ჯორჯ ფლოიდი 46 წლის ფერადკანიანი კაცია, რომელიც პოლიციამ მინეაპოლისში მოკლა. მკვლელობას აშშ-ს ათობით ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

პულიცერის პრემია ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მნიშვნელოვანი ჟურნალისტური ჯილდოა. ის 1917 წლიდან გადაიცემა. 


close დახურვა