logo
ENG



კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი ადამიანი გარდაიცვალა

12 ივნ 202118:36
3 წუთის საკითხავი
clock 5622
2021/06/12/31w6c90fdi5phzb.jpg

ნიუ ჰოსპიტალსის ხელმძღვანელის გიორგი რამიშვილის განცხადებით, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, კლინიკაში სულ 5 პაციენტი გადაიყვანეს. 

"დაახლოებით 2 საათის წინ კლინიკაში ერთდროულად პოლიტრავმებით შემოიყვანეს 5 ადამიანი. აქედან ერთი ადამიანი უმძიმესი პოლიტრავმით, გულის გაჩერებით. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით გარდაიცვალა", - განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, კლინიკაში მკურნალობას 4 ადამიანი აგრძელებს, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. რამიშვილი ამბობს, რომ ბავშვს მოტეხილობები აღენიშნება. 

"ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა, ზოგიერთის საშუალო სიმძიმის", - აღნიშნა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კრწანისში, ნიუ ჰოსპიტალის ეზოში სატვირთო მანქანა შევარდა და რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა. შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე გარდაიცვალა 1 ადამიანი - სატვირთო მანქანის მძღოლი, დაშავდა - 8. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

 

 


close დახურვა