logo
ENG



ზელენსკი NATO-ს წევრობაზე: [ბაიდენისგან] კონკრეტიკას ვისურვებდი - კი ან არა

14 ივნ 202119:40
3 წუთის საკითხავი
clock 1061
ზელენსკი NATO-ს წევრობაზე: [ბაიდენისგან] კონკრეტიკას ვისურვებდი - კი ან არა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უნდა მოისმინოს ჯო ბაიდენისგან ცალსახა "კი"  ან "არა" NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით. 

ზელენსკიმ რამდენიმე დასავლურ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ ბაიდენმა ის დაარწმუნა - უკრაინა არ იქნება სავაჭრო ობიექტად გამოყენებული რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. 

„თუკი ვსაუბრობთ ნატოსა და MAP-ის შესახებ, [ბაიდენისგან] კონკრეტიკას ვისურვებდი - კი ან არა. ჩვენ უნდა მივიღოთ ზუსტი თარიღი და [MAP-ის] ალბათობა უკრაინისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს, 14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება. ალიანსის წევრები კომუნიკეს მიიღებენ. 

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება რუსეთის აგრესიული ქცევა და ალიანსის ძლიერი შეკავების და თავდაცვის მიდგომა და დიალოგი.

"ისევე, როგორც ნატოს განგრძობადი მხარდაჭერა ჩვენს ღირებულ პარტნიორებთან - უკრაინასა და საქართველოსთან". - თქვა სტოლტენბერგმა. 

მისივე განცხადებით, ნატოს სამიტზე განიხილება ავღანეთის საკითხი, სადაც NATO-ს სამხედრო მისიები სრულდება, თუმცა, გაგრძელდება მათი მხარდაჭერა ავღანელი სამხედრო ძალების და ჯარის მიმართ. 

 

close დახურვა