logo
ENG



შსს: წყალტუბოში სამმა პირმა სასტუმროს ქვები დაუშინა და მეპატრონე სცემა

15 ივნ 202112:47
3 წუთის საკითხავი
clock 4045

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა სასტუმრო არგოს ქვები დაუშინეს და მეპატრონე სცემეს.

ნაცემი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები არ დაემორჩილნენ შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციის მოთხოვნას და დაკავების დროს მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.

დაკავებულია ორი ქალი და ერთი კაცი - 2000, 2001 და 2004 წელს დაბადებული პირები. უწყების ინფორმაციით, 2000 წელს დაბადებული პირი წარსულში ნასამართლევია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რაიმე საგნის გამოყენებით, ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა