პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. დააკრგული მოქალაქე დიტო ხერხელაურია. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მასთან კონტაქტი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ ჰქონიათ.
ის წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან არის და ვარშავაში 4 წლის წინ გაემგზავრა. საქმეში ჩართულია საქართველოს საელჩო პოლონეთში და პოლონეთის პოლიცია.
"იქაც ეძებენ, ერთადერთი, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ პოლიციაც ჩართულია, მაგრამ არსად არ არის, ვერაფერს ვერ ვიგებთ", - ამბობს დაკარგულის ოჯახის წევრი, ნათია გერგიშვილი.
ოჯახი დახმარებას საქართველოს და პოლონეთის მთავრობებს სთხოვს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლონეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია და მუდმივი კომუნიკაცია აქვთ ადგილობრივ სამართალდამცავებთან და ოჯახის წევრებთან. მათი ინფორმაციით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.