logo
ENG



სროლა სამტრედიაში - დაჭრილია ორი ადამიანი

18 ივნ 202121:03
3 წუთის საკითხავი
clock 1669

სამტრედიაში, იმერეთის ქუჩაზე სროლა იყო, რა დროსაც 2 ადამიანი დაიჭრა.

როგორც ადგილობრივები ფორმულასთან საუბარში ამბობენ, მათ სიტყვიერი დაპირისპირების ხმა გაიგეს, რასაც შემდგომში რამდენიმე გასროლა მოჰყვა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. 


close დახურვა