logo
ENG



საფრანგეთში საქართველოს 16 წლის მოქალაქე მოკლეს

19 ივნ 202112:12
3 წუთის საკითხავი
clock 1093

საფრანგეთში საქართველოს 16 წლის მოქალაქე მოკლეს. 

ის ჯგუფებს შორის დაპირისპირებას ემსხვერპლა. მოზარდი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. 

ექსპერტიზის დასკვნით, ბიჭს დაზიანებები სხვა საგნებითაც მიაყენეს. 

თვითმხილველების ცნობით, დაპირისპირებაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც ხელში რკინის და სხვა ბლაგვის საგნები ეჭირათ. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვლილი ახალგაზრდა ორშაბათს უნდა დაკრძალონ.

ქალაქ რუენის მერი კი მოქალაქეებს აფრთხილებს, გამოძიების შედეგებს დაელოდონ და ქალაქში ვითარება არ დაძაბონ.  

საქართველოს 16 წლის მოქალაქე რუენის სკოლის მოსწავლე იყო. 


close დახურვა