logo
ENG



ბარბაქაძე, ფაჩუაშვილი - ვინ მიდის გასტროლით მოსკოვში

21 ივნ 202113:04
3 წუთის საკითხავი
clock 2527
2021/06/21/nk4aes6pce0ev79.jpg

გუშინ, 20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ რუსთაველის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში მიემგზავრება. 

დასი მონაწილეობას ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს, სპექტაკლები კი 30 ივნისს, 1-2 ივლისს გაიმართება.

სპექტაკლის სახელია თამაშის დასასრული და მისი დამდგელი რეჟისორია რობერტ სტურუა.

სპექტაკლში მონაწილეობენ ნანა ფაჩუაშვილი, გოგა ბარბაქაძე, დავით უფლისაშვილი და ლევან ბერიკაშვილი.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რუსთაველის თეატრის მისამართით კრიტიკა ისმის. კრიტიკის საპასუხოდ სტურუა ამბობს, რომ "ვინც საქართველო გაყიდა", ახლა რუსთაველის თეატრს "უჩმახებს", მსახიობები კი მოსკოვში წასვლაში პრობლემას ვერ ხედავენ. თავად თეატრში აცხადებენ, რომ ფესტივალში სხვა ქვეყნებიც მონაწილეობენ.


close დახურვა