logo
ENG



ბოლნისში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში 1 პირი დააკავეს

21 ივნ 202114:38
3 წუთის საკითხავი
clock 1841

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისში 19 ივნისს, მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, 1991 წელს დაბადებული ი.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისში მომხდარი დაპირისპირებისას, რა დროსაც 1 პირი სასიკვდილოდ დაიჭრა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ი.ჩ.-ც, რომელსაც თან ჰქონდა სამართალდამცველების მიერ ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა