logo
ENG



ღარიბაშვილი: პანდემიის დროს რეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულებს ამნისტია შეეხებათ

24 ივნ 202112:05
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმ პირებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა, ამნისტია შეეხება.

ეს ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს დღეს წარედგინა.

ღარიბაშვილის თქმით, ამნისტია შეეხება იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმებს.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევაში კომენდანტის საათის დარღვევაც იგულისხმება.

"დღეს პარლამენტში წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა.

ამ ინიციატივის ფარგლებში ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 000 ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 


close დახურვა