logo
ENG



ოპოზიციის საერთო კანდიდატი VS სხვა კანდიდატები მერის არჩევნებზე - Edison Research-ის კვლევა

24 ივნ 202120:00
3 წუთის საკითხავი
 
kvleva 20

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, თბილისის მერის არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს და არჩევანი შემდეგ კანდიდატებს შორის იყოს გასაკეთებელი, მოსახლეობის მხარდაჭერა ასე ნაწილდება: 

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი - 34%

ქართული ოცნების კანდიდატი - 30%

გახარიას პარტია "საქართველოსთვის" კანდიდატი - 13%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია. 


close დახურვა