logo
ENG



გორში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

25 ივნ 202117:17
3 წუთის საკითხავი
 
გორში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული ს.ყ. დააკავეს. 

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე, პატრულ-ინსპექტორ ვ.მ.-ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა და მას ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა