logo
ENG



შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ნიგერში 19 ადამიანი მოკლეს

26 ივნ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock 581
2021/06/26/o2orz8dpx2iawp1.jpg

შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ნიგერის დასავლეთში მდებარე სოფელში 19 ადამიანი მოკლეს.

მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა მალის საზღვართან ახლოს მოხდა, სადაც ისლამისტი სამხედროების სამიზნე უფრო და უფრო მეტი მოქალაქე ხდება - ეს განცხადება ახლომდებარე ქალაქის მერმა გააკეთა. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელი ჯგუფია მომხდარზე პასუხისმგებელი.

„სამი ადამიანი სოფლის შიდა ტერიტორიაზე მოკლეს, დანარჩენები კი მინდვრებში", - განაცხადა ქალაქ ტონკივინდის მერმა კარიჯო ჰამადუმ.

მეზობლების, მალისა და ბურკინა ფასოს, მსგავსად, ნიგერიც ალ-ქაიდასთან და ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ მებრძოლთა ჯგუფების ხშირი სამიზნეა. ეს ჯგუფები დასავლეთ აფრიკაში, საჰელის რეგიონში რეგიონალური, დასავლეთის და გაეროს ათასობით ჯარის განლაგების მიუხედავად თანდათან ძლიერდებიან.

მებრძოლების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იერიში პირველი არაა. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა 2 იანვარს 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს თილაბერიის ორ სოფელში და 137 ადამიანი კოორდინირებულ რეიდებში მეზობელ ტაჰუას რეგიონში მარტში.


close დახურვა