logo
ENG



მთავრობა რადიო მაუწყებლებს დაახლოებით 1.5 მილიონი ლარის დავალიანებას ჩამოაწერს

28 ივნ 202112:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/28/c722d4gvsshqr72.jpg

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობა 24 რადიო მაუწყებელს დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარის დავალიანებას ჩამოაწერს.

როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რადიო კომპანიები წლის ბოლომდე მომსახურების საფასურსაც არ გადაიხდიან.

"რამდენიმე ხნის წინ ჩვენ და ასევე, მარეგულირებელ კომისიას მიმართა 24-მდე რადიოკომპანიამ, ვინც მოითხოვეს ტელე-რადიო ცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება, რაც ახსნილი იქნა კორონავირუსის პანდემიით. ჩვენს მიერ გაზიარებული იქნა ეს არგუმენტაცია, რადგან მართლაც ძირითადი შემოსავალი რადიოკომპანიების არის რეკლამა. მოგეხსენებათ, 2020 წელს შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა და რა თქმა უნდა, შემოსავლები მათ შეუწყდათ ან შეუმცირდათ.

აქედან გამომდინარე, მთავრობამ გაიზიარა მათი მოთხოვნა და მთლიანობაში, დაახლოებით, მილიონ-ნახევარი ლარის დავალიანება და ასევე, წლის ბოლომდე მომსახურების საფასურის პატიება ხდება ამ რადიო მაუწყებელი კომპანიების მიმართ. მთლიანობაში 24 კომპანიაა", — განაცხადა თურნავამ.


close დახურვა