პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშს შეუერთდეს.
როგორც მან ისაუბრა, ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, მოქალაქეობრივი თვითშეგნება უნდა აჩვენოს.
"ყველას აქვს კონსტიტუციური უფლება, გამოხატოს თავისი აზრი როგორც უნდა, რაც არის დაშვებული კანონით. უნდა შეწყდეს ქვეყანაში უმცირესობების ჩაგვრა. კეთილი ინებოს საქართველოს პრეზიდენტმა, 5-ში მივიდეს პრაიდზე, ლამაზად იცვამს, გაიკეთოს ცისარტყელას ფერის შარფი, მოკიდოს ხელი თავის პირად მოძღვარს და აჩვენოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება. ამიტომ ხარ პრეზიდენტი, რომ დაიცვა ყველას უფლებები და იყო კონსტიტუციის დაცვის გარანტი", - თქვა გოცირიძემ.
თბილისი პრაიდი 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს.