logo
ENG



ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაიცვას Tbilisi Pride-ის მონაწილეები

28 ივნ 202115:45
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარები საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდებენ, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა. 

განცხადება ევროპარლამენტის საიტზე გამოქვეყნდა. 

მასში ნათქვამია: 

"ბატონო ვახტანგ,

1-ლიდან 5 ივლისამდე თბილისში ღირსების მარში ჩატარდება. პრაიდი მოიცავს 3 მთავარ ღონისძიებას 5 დღის განმავლობაში, მათ შორის არის ფილმის, "ღირსების მარშის" პრემიერა - დოკუმენტური ფილმი პირველი პრაიდის შესახებ, ასევე, პრაიდის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტები და ღირსების მარში, რომელის თანაორგანიზატორები სხვა ორგანიზაციებიც არიან. საბოლოო ჯამში, ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც აღინიშნება ლგბტქი თემის მრავალფეროვნება. 

პრაიდის დემონსტრაციები მშვიდობიანი იარაღია პოლიტიკური ადვოკატირებისთვის და ერთ-ერთი გზა, რომლითაც გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების უნივერსალური უფლება გამოიხატება. ეს ლგბტქ აქტივისტური მოძრაობის დამახასიათებელი ნიშანია, სოციალური ხილვადობის საყრდენი. ეს აქციები არის პოლიტიკური დემონსტრაციები, რომლის ფარგლებშიც თემი ახმოვანებს თავის წუხილებს, ხაზს უსვამს მიღწევებს და თავის წევრებს აძლევს საშუალებას, გამოვიდნენ თანასწორობის სასარგებლოდ. 

ამავდროულად, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლო კომენტარები, რომელმაც თქვა, რომ ღირსების მარშს უარი უნდა ეთქვას, ეწინააღმდეგება ამ უნივერსალური უფლებების განხორციელებას. 

ამგვარად, მხარდაჭერის სულისკვეთებით მოგმართავთ თქვენ, მინისტრს, იმისთვის, რომ გთხოვოთ არა მხოლოდ დაუშვათ პრაიდი, რომელიც შეესაბამება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უნივერსალურ უფლებას, არამედ ასევე ჩატარდეს ყველა მოსამზადებელი სამუშაო, რათა უზრუნველყოფილი იყოს მანიფესტანტების გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით ეფექტიანი სარგებლობა, რომ ყველა იყოს დაცული ხელისუფლების მიერ. 

ჩვენ ვნახეთ, რომ წინა წლებში ჰომოფობიურად და ტრანსფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა მსგავსი აღნიშვნები თავისი სიძულვილის გამოსახატად გამოიყენეს და თავს დაესხნენ მშვიდობიან ლგბტქ დემონსტრანტებს. აქედან გამომდინარეც, გადამწყვეტია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს პოლიციის საკმარისი და ეფექტური დაცვა. LGBTIQ თანასწორობის სტრატეგიის, კერძოდ მისი მეოთხე თავის გათვალისწინებით, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს მისი ურთიერთობების გაძლიერება ლგბტიქ საკითხებზე. 

ევროპარლამენტმა საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის შესახებ მოხსენებაში აღნიშნა შემდეგი:

"მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მუშაობას და აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა საფუძვლიანად და ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებული; მოუწოდებს, გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ქალთა დისკრიმინაციის, ლგბტქ ადამიანების, ბოშების და რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით სოციალურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვის სფეროებში და გაააქტიუროს ყველა უმცირესობისა და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენისა და ძალადობრივი დანაშაულების გამოძიება; მოუწოდებს ყველა რელიგიურ თემს, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სამოქალაქო საზოგადოებას, იმუშაონ ტოლერანტობის კლიმატის შესაქმნელად". 

მას შემდეგ საქართველომ საქართველომ გაიღო ძალისხმევა პოლიციის ოფიცრების დატრენინგებაში სიძულვილის დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ, რამაც პოლიციის თანამშრომელთა ინფორმირებულობის, ცოდნისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება გამოიწვია. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ტრენინგები გამოიღებს შედეგს და მოხდება მომავალი სიამაყის ღონისძიებების სათანადო მხარდაჭერა". - ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში, რომელსაც ხელს აწერენ: 

მარკ ანგელი, ლგბტქ ჯგუფთა თანათავმჯდომარე

ფაბიო მასიმო კასტალდო, ვიცე-პრეზიდენტი, LGBTI ჯგუფთაშორისი ჯგუფი 

ლიზეჟე შრეინემაჩერი, ვიცე-პრეზიდენტი, LGBTI ჯგუფთაშორისი ჯგუფი

მალინ ბიორკი, ვიცე-პრეზიდენტი, ლგბტი ჯგუფთაშორისი ჯგუფი 

მარია ვოლში, ვიცე-პრეზიდენტი, LGBTI ინტერჯგუფი 

ერნესტ ურტასუნი, მწვანეთა ვიცე-პრეზიდენტი / ევროპული თავისუფალი ალიანსი

კიროს ენგერერი

დიტმარი კესტერი

ერიკ მარკვარდი

გაბრიელე ბიშოფი 

ჰანა ნეუმან

ჰილდე ვოტმანსი 

ხუან ფერნანდო ლოპეზ აგილარი

მანუელ ბომპარდი

მარტინ ჰოჯსკი

მონიკა ვანა

ნანჩო სანჩეს ამორი

ნიკლას ნიენასი

ოლივიე შასტელი

პეტრას აუტრევიჩიუსი 

რასმუს ანდრესენი

როზა დ’ამატო

სანდორ რონაი

სარა მათე 

სასკია ბრიკმონტი

ტანია ფეიონი

ტაიშ როუთა

ტილი მეთზი


close დახურვა