logo
ENG



ზურაბიშვილი მარშზე: ყველას აქვს გამოსვლის უფლება - ძალადობა, მუქარა, ზეწოლა მიუღებელია

01 ივლ 202110:02
3 წუთის საკითხავი
 
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისი პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით ამბობს, რომ გამოსვლისა და აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს.

მისი თქმით, მისთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისთვის, ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის ყველანაირი ფორმა მიუღებელია.

"ჩემთვის მიუღებელია ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა. მიუღებელია იმიტომ, რომ ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა და მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისთვის. მე ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება, გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ძირძველი ტოლერანტობა, რომელიც არის ჩვენი იდენტობის ნაწილი. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც.

ამიტომ ვთვლი ასევე, რომ ყველას აქვს უფლება გამოსვლის, ასევე, თბილისი პრაიდის მონაწილეებს აქვთ უფლება, რომ გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა, კონსტიტუციისა და კანონის მიერ დადგენილ ნორმებში. ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანი", - თქვა პრეზიდენტმა.

დღეიდან, 1-ლი ივლისიდან თბილისი პრაიდის კვირეული იწყება.


close დახურვა