logo
ENG



გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

01 ივლ 202114:40
3 წუთის საკითხავი
 
გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ადვოკატმა ფორმულას დაუდასტურა.

მისი თქმით, მოსამართლემ წულაიას აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა 6 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

წულაია 17 მარტს დააკავეს. მას თავდაპირველად ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარეგდინა, თუმცა 18 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

წულაიას 19 მარტს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 


close დახურვა