logo
ENG



ზედამხედველობა: დადგენილია პირის ვინაობა, ვინც მდინარეში ბოთლები ჩაყარა, ის დაჯარიმდება

01 ივლ 202115:47
3 წუთის საკითხავი
clock 12891
2021/07/01/d0si5ymk7nyqvve.jpg

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, რომ მოქალაქე დიდი ოდენობით პლასტიკის ბოთლებს მდინარეში ყრის, საქმის წარმოება დაიწყო.

მათი ცნობით, წარმოება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე და მე-40 მუხლებით. უწყების ინფორმაციით, სამართალდარღვევა ბოლნისში მოხდა, დადგენილია პირის ვინაობა, ის დაჯარიმდება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე; ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნარჩენით) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 6 000 ლარია; ნარჩენების მართვის კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.


close დახურვა