logo
ENG



52 წლის ქალი, სავარაუდოდ, დისშვილმა დაჭრა

10 აპრ 202112:45
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში 52 წლის ქალი დაჭრეს - ზურგის არეში ჭრილობა, სავარაუდოდ, დისშვილმა მიაყენა. 

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული.

„მოყვანილ იქნა დაახლოებით 50 წლის ქალბატონი, ნაკვეთი ჭრილობით გულ-მკერდის ნახევარში, ფილტვის დაზიანებით, სისხლდენით. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია გადაყვანილი", - ამბობენ კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


close დახურვა