logo
ENG



ჰომოფობიურმა, მოძალადე ჯგუფებმა პარლამენტთან კარვები აიღეს, ემზადებიან პრაიდის ჩასაშლელად

05 ივლ 202110:55
3 წუთის საკითხავი
clock 2222

ჰომოფობიურმა, მოძალადე ჯგუფებმა პარლამენტთან ოპოზიციის კარვები დაშალეს, ემზადებიან პრაიდის ჩასაშლელად. 

ისინი დილის 10 საათიდან ქაშუეთის უკან შეიკრიბნენ. მოძალადე ჯგუფებმა წინასწარ დააანონსეს ღირსების მარშის ჩაშლა. 

მოგვიანებით პრორუსული და ფაშისტური მედიის, ალტ ინფოს ლიდერმა, ზურა მახარაძემ შეკრებილებს მოუწოდა, დაეშალათ ოპოზიციის კარვები. ისინი ასეც მოიქცნენ და პარლამენტის წინ ტერიტორია დაიკავეს.

ადგილზე არიან საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, მათ შორის, ვაკის ეკლესიის მღვდელი შალვა კეკელია.  

პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია. 


close დახურვა