logo
ENG

ღარიბაშვილი: დაანონსებული ღირსების მარში მიმაჩნია მიზანშეუწონლად

05 ივლ 202111:01
3 წუთის საკითხავი
clock 1714
ღარიბაშვილი: დაანონსებული ღირსების მარში მიმაჩნია მიზანშეუწონლად
ირაკლიიი ღარიბაშვილიი
საქართველოს მთავრობა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია.

"დღეს დაანონსებული "მარში" მიმაჩნია მიზანშეუწონლად, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის ამ აქციის ჩატარება მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ეს აქცია არ უნდა ჩატარდეს", - თქვა მან.

პრემიერმა 5 ივლისის მთავრობის სხდომა ჰომოფობიური განცხადებით დაიწყო და თქვა ისიც, რომ ლგბტ თემი "ჩვეულებრივად ცხოვრობს" და მათ მიმართ არცერთი დისკრიმინაციული ფაქტი არ არსებობს. 

"შსს მუდმივ კონტაქტზეა ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებთან. მათ განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს საფრთხეებს და მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მინდა მივმართო მათ, გაითვალისწინონ შეფასება და ალტერნატივად აირჩიონ სხვა ლოკაცია.

ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები ვფიქრობ ხელს უწყობს მათი, უმცირესობების დისკრიმინაციას. როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება და ხაზგასმა მათ განსხვავებულობაზე, ესაა დისკრიმინაცია. ჩვენს მოსახლეობას არავისთან არ აქვს პრობლემა, არც ამ ადამიანებთან. ისინი ყოველდღე მუშაობენ და ცხოვრობენ ნორმალურ ვითარებაში და რეჟიმში. არცერთი ფაქტი არ არსებობს დისკრიმიანციის. თუ ცალკეული შემთხვევა დაფიქსირებულა, ამის განზოგადება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება", - თქვა ღარიბაშვილმა.  

მანვე მიმართა ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებმაც "ღირსების მარშის" კონტრაქცია დააანონსეს და თქვა, რომ მათაც აქვთ გამოხატვის კონსტიტუციური უფლება, თუმცა ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანად. 

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები სასულიერო პირებთან ერთად "ღირსების მარშის" კონტრაქციას მართავენ. მანამდე მათ ტერიტორიაზე განლაგებული ოპოზიციის კარვები დაარბიეს და ისე დაიკავეს ადგილი. 

დღეს, 5 ივლისს 18 საათზე "ღირსების მარშია" დაანონსებული. ორგანიზატორები დღის განმავლობაში გაავრცელებენ მათ სამოქმედო გეგმას. 

 


close დახურვა