logo
ENG



ღარიბაშვილის მტკიცებით, ღირსების მარშის უკან ოპოზიცია დგას

05 ივლ 202111:08
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ღირსების მარშის უკან ოპოზიცია დგას.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, სწორედ ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით, უკეთებს მარშს ორგანიზებას.

"სამწუხაროდ, დღევანდელია აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები. კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ისინი არიან ჩართულები, ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს და რა თქმა უნდა, მათი მიზანია დღეს ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ჩვენ არ დავუშვებთ", - თქვა ღარიბაშვილმა.


close დახურვა