პარლამენტის წინ შეკრებილი მოძალადე ჯგუფები ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.
ჟურნალისტი რატი წვერავა და ოპერატორი სულხან ელბაქიძე ერთერთ სასულიერო პირთან ცდილობდნენ გასაუბრებას, თავდასხმა სწორედ ამ დროს მოხდა.
"რამდენიმე ათეული ადამიანი გამისწორდა ფიზიკურად. კითხვის დასასმელად მივდიოდით. ახლა პოლიციის ავტომობილში ვართ. სრულად დამტვრეულია ინვენტარი, დაკარგული გვაქვს პირადი ნივთებიც", - ამბობს რატი წვერავა.
დილიდან ქუჩაში გამოსული მოძალადეები შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს. თავდასხმები პოლიციის უმოქმედობის ფონზე ხდება.